ლვოვური ჩიზქეიქი ამ ქალაქის ტრადიციული კერძია. სწორედ ამიტომ, Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ დესერტს, რომელიც წუთებში ამ საოცარ ქალაქში გადაგიყვანთ. პროდუქტების საოცარი კომბინაცია ჩიზქეიქს სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას და განუმეორებელ გემოს ჩუქნის.
ინგრედიენტები:
- ½ კგ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 150 გრ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილი
- 1 ს/კ სახამებელი
- 1 ლიმონი
- 100 გრ ქიშმიში
განაშის ინგრედიენტები:
- 2 ს/კ კაკაო
- 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 2 ს/კ კარაქი
- 3 ს/კ არაჟანი
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი და ვანილი აურიეთ. სახამებელი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ახლა ქიშმიშს მიხედეთ. მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით გააჩერეთ, ოდნავ გაამშრალეთ და ხაჭოს დაუმატეთ.
- ლიმონის ცედრა გახეხეთ და აქვე დაუმატეთ. მასები აურიეთ. ცომი მზადაა.
- საცხობი ფორმა (სასურველია, სილიკონის) აიღეთ და ცომით გაავსეთ.
- 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
- სანამ ჩიზქეიქი ცხვება, ჭიქურს მიხედეთ.
- ღრმა ტაფაში კარაქი გაადნეთ. შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- შემდეგ არაჟანი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და კაკაო დაუმატეთ.
- ჩიზქეიქი უკვე მზადაა, გაგრილებას დაელოდეთ და შოკოლადის ჭიქური მოასხით.
- მაცივარში 6 საათით შედგით.
- გემრიელად მიირთვით!