ვამზადებთ გემრიელ ნამცხვარს საყვარელი კერძით

1329

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. ცომი ნებისმიერ შიგთავსს იდეალურად უხდება.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ცხიმიანი არაჟანი
  • 300 გრ კარაქი
  • 600 გრ ფქვილი
  • ვანილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხის გული

კრემი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, მაგალითად, მოხარშული ან ხაჭოს კრემი.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით და მასში ცივი კარაქი გახეხეთ. ხელებით დაფშვნილ მასად აქციეთ.
  2. გამაფხვიერებელი და ვანილი გემოვნებით დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  4. ცომი პარკში ჩადეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
  5. ქაღალდის მილები (2-3 სმ დიამეტრი, 6-7 სმ სიგრძე) ფოლგაში გაახვიეთ.
  6. ცომი გამოიღეთ, ფირფიტებად გააბრტყელეთ და იმავე დიამეტრის რგოლები გამოჭერით, რომ ფოლგას თავისუფლად შემოახვიოთ და შეკრათ.
  7. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ ცომის მილები დააწყვეთ.
  8. 180 გრადუსზე ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.
  9. ცომის მილები ფოლგიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და ნებისმიერი კრემით გაავსეთ.
  10. გემოვნებით შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ასევე შეგიძლიათ ცომის რგოლები გადაბრუნებულ კექსის ფორმებს ჩამოაცვათ. ასეთი კალათა შეგიძლიათ შემდეგ კრემით გაავსოთ.
  11. გემრიელად მიირთვით!