ელეგანტური რულეტი ლიმონის და მოცვის შიგთავსით

2235

ამ ელეგანტური რულეტის გამოცხობა გარკვეულ ოსტატობას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ისეთია, რომ წვალებად ნამდვილად ღირს.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის: 

  • 6 კვერცხის ცილა
  • 250 გ რაფინირებული შაქარი
  • 2 ჩ.კ ლიმონის ახალგაწურული წვენი
  • 1 ჩ.კ ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი
  • მოსაყრელად: შაქრის პუდრი

გულსართისთვის: 

  • 180 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
  • 3 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 1-ის 1/2 ჩ.კ ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი
  • 60 მლ ლიმონის მზა კრემი
  • 250 გ მოცვი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის ფორმას (26X40 სმ) ზედაპირზე  დაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მცირეოდენი ცხიმი წაუსვით.
  2. კვერცხის ცილა მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ, თანდათან დაუმატეთ შაქარი, თქვიფეთ მყარი ქაფის კონსისტენციამდე. შეურიეთ ლიმონის წვენი და ცედრა. ბეზე ბორმაში გადაიღეთ.
  3. აცხვეთ 20 წუთი, გააგრილეთ 10 წუთი.
  4. გულსართი: ნაღები, შაქრის პუდრი და ლიმონის ცედრა ჯამში ათქვიფეთ ღრუბლისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის მზა კრემი და მოცვი.
  5. მაგიდაზე სამზარეულოს ტილო დააფინეთ, რაფინირებული შაქარი მოაყარეთ. ბისკვიტი ტილოზე გადაიტანეთ და ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი.
  6. მთელ ზედაპირზე გულსართი წაუსვით, კიდეები 2 სმ დაიტოვეთ. ტილოთივე გადაახვიეთ. ნაკერის მხარე ქვემოთ მოაქციეთ და გააცივეთ 2 საათი. კუთხეები ჩამოაჭერით.

დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.