ეგზოტიკური და ნაზი ბანანის ნამცხვარი ვარდის წყლის მინანქრით

1439

ფსტისა და ვარდის წყლის დელიკატური გემო ერთმანეთს უხდება და ნამცხვარს სინაზესა და ეგზოტიკურობას სძენს.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის: 

  • 300 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 150 გ ღია ყავისფერი შაქარი
  • 2 დიდი მწიფე ბანანის პიურე
  • 2 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 90 მლ ზეთი
  • 120 მლ არაჟანი
  • 120 გ (1 ჭიქა და ოდნავ მეტი მოსართავად) მსხვილად  დაჭრილი ფსტის კაკალი

მინანქრისთვის: 

  • 200 გ შაქრის პუდრი
  • 1 ს.კ. ვარდის წყალი
  • 1 1/2 წყალი

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას ან კექსის ფორმას მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით. ძირსა და გვერდებზე  პერგამენტის ქაღალდი  დაუფინეთ.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და სოდა გაცერით, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და კარგად აურიეთ.
  3. ბანანი, კვერცხები, ზეთი და არაჟანი მომცრო ჯამში მოათავსეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ფსტა და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მომზადებული მასა ფორმაში კოვზით  გადაიტანეთ და თავი  კოვზითვე მოუსწორეთ.
  4. აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე ოქროსფერი  დაედება. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. ფორმაში 10 წუთი დატოვეთ. როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  5. მინანქარი: პატარა ჯამში ჩაასხით  ვარდის წყალი და წყალი, დაუმატეთ შაქრის პუდრი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  6. მინანქარი ნამცხვარს თავზე მოასხით და ზედ დარჩენილი ფსტა მოაყარეთ. შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.