ეგზოტიკური გემოს მქონე პასიფლორას ნამცხვარი ნებისმიერ წვეულებას დაამშვენებს

1612

პასიფლორას ეგზოტიკური გემო აქვს, ამიტომაც ეს ნამცხვარი ნებისმიერი წვეულების განსაკუთრებული ნუგბარია. ასევე შესანიშნავია როგორც საუზმე და დესერტი. მაშ ასე, შემოუერთდით ჩვენს რედაქციას და ერთად მოვამზადოთ პასიფლორას ნამცხვარი.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 125 გრამი (3/4) თეთრი ფქვილი
  • 30 გრამი (1/4 ჩაის კოვზი) სიმინდის სახამებელი კრემის გასასქელებლად
  • 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 4 კვერცხი
  • 150 გრამი (2/3 ჭიქა) რაფინირებული შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი
  • 1 ჩაის კოვზი უმარილი კარაქი, გამდნარი და გაციებული

გულსართისთვის:

  • 180 მლ (3/4 ჭიქა) ნაღები
  • ცხიმიანი (ორმაგი) 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

მინანქრისთვის: 

  • 150 გრამი (1 ჭიქა) შაქრის  პუდრი
  • 120 გრამი (1/2 ჭიქა) უმარილო კარაქი, დარბილებული
  • 3 დიდი პასიფლორა ორად გაჭრილი, რბილობი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 280 გრადუს ცელსიუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (20 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება, კარაქი წაუსვით და მთელ ზედაპირზე პერგამენტის ქაღალდი დაუფინეთ.
  2. თეთრი ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გამაფხვიერებელი მომცრო ჯამში ჩაყარეთ.
  3. კვერცხები, შაქარი და ლიმონის ცედრა მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ სქელი კრემისებური მასა, რომელიც სამჯერ მოიმატებს მოცულობაში. დაუმატეთ ვანილი და კვლავ ათქვიფეთ.
  4. ფრთხილად შეურიეთ ფქვილი, ორ-ორი კვერცხი და დაუმატეთ გამდნარი კარაქი. მომზადებულ ფორმაში ცომი კოვზით გადაიტანეთ.
  5. აცხვეთ 25-30 წუთი. ღიაოქროსფერი უნდა გადაეკრას და ფაფუკი  გახდეს. 5 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე  გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ. დაკბილული დანით ნამცხვარი ორ ჰორიზონტალურ ნაწილად გაჭერით.
  6. გულსართი: კრემი და შაქრის პუდრი ათქვიფეთ ისე, რომ გასქელდეს. ნამცხვრის ერთი ფენა ლანგარზე გადაიტანეთ და კრემი წაუსვით, მეორე ფენა დაადეთ.
  7. მინანქარი: შაქრის პუდრი და კარაქი მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ერთგვაროვანი, კრემისებური კონსისტენციის მიღებამდე. დაუმატეთ პასიფლორას რბილობი.
  8. ბისკვიტს წაუსვით მინანქარი და მცირეოდენი რაფინირებული შაქარი მოაყარეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.