დულსე დე ლეჩე – ჩიზქეიკი უტკბილესი კარამელის მსგავსი სოუსით

1775

“დულსე დე ლეჩე” ყველა სუპერმარკეტსა და სასურსათო მაღაზიაში იყიდება, მას კარამელის გემო აქვს, რძით და შაქრით მზადდება. მაშ ასე, მოდით შევუდგეთ ტკბილი დესერტის მომზადებას.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 250 გ (2 ჭიქა) დაფშვნილი შოკოლადის ვაფლი
  • 120 გ (1/2 ჭიქა) უმარილო კარაქი
  • 1/2 ჩ.კ დაფქული კოჭა

გულსართისთვის:

  • 2 ჩ.კ ჟელატინი სურენლოვანი დანამატების გარეშე
  • 2 ს.კ წყალი
  • 375 გ ნაღების ყველი, დარბილებული
  • 50 გ (1/3 ჭიქა) შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ ვანილის ესენცია (ექსტრაქტი)
  • 250 მლ (1 ჭიქა) ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
  • 250 მლ (1 ჭიქა) “დულსე დე ლეჩე” ( შესქელებული რძე)

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: შოკოლადის ვაფლის ნაფშვენები, კარაქი და კოჭა პატარა ჯამში მოათავსეთ და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ ნამცხვრის მრგვალ ფორმაში (25 სმ), რომელსაც  გვერდები ეხსნება და დატკეპნეთ. გააცივეთ ერთი საათი.
  2. გულსართი: ჟელატინს წყალი დაასხით და მომცრო ცეცხლგამძლე ქვაბით დაბალ ალზე შემოდგით, წყალი ოდნავ უნდა დუღდეს, დროდადრო ურიეთ, რომ გაიხსნას.
  3. მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ნაღების ყველი და შაქრის პუდრი. მიიღეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასა. დაუმატეთ ვანილი და ჟელატინი, ისევ ათქვიფეთ, ერთმანეთს კარგად რომ შეერიოს.
  4. ნაღები მომცრო ჯამში ათქვიფეთ მყარ კონსისტენციამდე და შემდეგ ნაღების ყველს ფრთხილად დაუმატეთ.
  5. მომზადებულ ბისკვიტს გულსართის ნახევარი წაუსვით. ზედაპირზე “დულსე დე ლეჩე” მოასხით და დარჩენილი შიგთავსი გადაუსვით. გააცივეთ 3 საათი. უნდა გამკვრივდეს.
  6. დარჩენილი “დულსე დე ლეჩე” სახელურიან პატარა ქვაბში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე შეათბეთ. ურიეთ, ვიდრე ოდნავ გათხელდება. გადმოდგით და 10 წუთი შეაგრილეთ. შემდეგ ჩიზქეიკს  დაასხით და პატარა დანით ზედაპირზე ტალღები გაუკეთეთ.
  7. 4 საათზე მეტხანს გააცივეთ, რომ გამყარდეს. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.