დალიე 4 ინგრედიენტისგან შემდგარი ელექსირი და მუცელი კვლავ ბრტყელი გახდება. მოქმედი ექსპრეს-მეთოდი

1476

ხშირად, ქალებს მუცელზე და წელზე ზედმეტი სანტიმეტრების პრობლემა მნიშვნელოვანი ღონისძიების ან შვებულების წინ უჩნდებათ. იმ დროს, როცა საყვარელი კაბა ან საცურაო კოსტიუმი არ გეტევა, ორგანიზმის სასწრაფოდ გაწმენდის საშუალებებს უნდა მიმართოთ.

„გასტრონომიას“ ცხიმის დამწვავი სასმელის შესანიშნავი რეცეპტი აქვს თქვენთვის, რომელიც 1 კვირის განმავლობაში მუცლის არეში ზედმეტ სანტიმეტრებს მოგაცილებთ თავისი საოცარი თვისებების წყალობით – მას ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოჰყავს.

რა თქმა უნდა, სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვაც მნიშვნელოვანია, გრეიპფრუტის კოქტეილი კი შედეგს დააჩქარებს.

გრეიპფრუტის სასმელის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 150 მლ გრეიპფრუტის წვენი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 2 ჩ.კ. ნატურალური ვაშლის ძმარი
  • 50 მლ უგაზო წყალი

მომზადება

გახსენით თაფლი წვენში, დაამატეთ წყალი და ძმარი. მიიღეთ ეს სასმელი დღეში ორჯერ – სადილისა და ვახშმის წინ 15 წუთით ადრე.

გრეიპფრუტის წვენს დიდი ხანია იყენებენ ზედმეტი კილოგრამების პრობლემების გადასაწყვეტად. საქმე ფლავონოიდებშია, რომელსაც იგი შეიცავს. ეს ნივთიერება ეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში, წვავს ცხიმს და ებრძვის ცელულიტს.

შეინახეთ ეს რეცეპტი და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ, და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!