გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. საშობაოდ ეს ღვეზელი თითქმის ყველას ოჯახში ცხვება.
ინგრედიენტები:
ცომი
- 500 გ ფქვილი
- 1-2 კვერცხის გული
- 250 მლ თბილი რძე
- 50 გ გამდნარი კარაქი
- 1-2 ს.კ. ზეთი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
გულსართი
- 4 ცალი მოხარშული კვერცხი
- 600 გ გახეხილი იმერული ყველი
- კვერცხის გული – ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
- თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. ვზილოთ ზეთიანი ხელებით. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
- მოხარშული კვერცხი სასურველ ზომაზე დავჭრათ და შევურიოთ ყველი. ცომი გავყოთ სამ გუნდად, თითოეულზე გადავანაწილოთ გულსართი და შევკრათ.
- ღვეზელებს მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა, დავაწყოთ საცხობ ფურცელზე და წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, გამოვაცხოთ 220-250 გრადუსზე.