ეს დესერტი შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ. პირველივე კოვზიდან ხვდებით, რომ ყველა ხაჭოს მობრაწულა, რომელიც გაგისინჯავთ, ამ სუფლეს ფონზე ქრება. ჩემი შვილები მოუთმენლად ელოდებიან შაბათ–კვირას, რადგან იციან, რომ დიდი ულუფა ტკბილეულით გავანებივრებ.
ნაზი ხაჭოს სუფლე არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო რომ იყოს, შაქრის ნაცვლად სხვადასხვა ჩირი გამოიყენეთ. ზემოდან საყვარელი ჯემით, კენკრით ან მიწისთხილის პასტით გააფორმეთ. თავად დანამატის გარეშე მიყვარს: ბავშვობის გემოს მახსენებს. ჰაეროვანი მობრაწულა საბავშვო ბაღიდან. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ მარტივი დესერტი გრამი ფქვილის და მანანის ბურღულის გარეშე აუცილებლად მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 300 გრ ხაჭო
- 100 გრ არაჟანი
- 4 კვერცხი
- 80 გრ შაქრის ფხვნილი
- 10 გრ ვანილის შაქარი
- 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
მომზადების წესი:
1. კვერცხის გულები და ცილები დააცალკევეთ.
2. ხაჭო და არაჟანი აურიეთ.
3. 4 კვერცხის გული ხაჭოს ნარევს დაუმატეთ და ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
4. ცალკე თასში 4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, თანდათან შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი და სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. მოცულობითი მასა უნდა მიიღოთ.
5. ახლა ორი ნარევი აურიეთ: კვერცხის ცილა ხაჭოს ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ.
6. პერგამენტ დაფარებულ ფორმაში ჩაასხით.
7. 160 გრადუსზე 30 წუთით ღუმელში აცხვეთ.
დესერტი ცხობისას კარგად ამოვა, ზოგიერთ ადგილას შეიძლება დაიბზაროს. აუცილებლად ღუმელშივე გააგრილეთ, ღუმელის კარი ოდნავ გააღეთ. სუფლე ოდნავ შეიძლება დაჯდეს, მაგრამ პირში მდნობ მასაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.