გემრიელი ცხობილები ფენოვანი ცომისგან, შეუდარებელი შიგთავსით

926

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაში, როცა დროის უქონლობა გაწუხებთ.

ცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი.

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი 450გ
  • ყველი 180გ
  • შებოლილი ძეხვი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოუსი 3-4 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ გახეხილი ყველი.
  2. ძეხვი დაჭერით წვრილად.
  3. საბრტყელებლის დახმარებით გამოსაცხობ ქარალდზე მართკუთხედად გააბრტყელეთ ცომი.
  4. ცომი ჩაჭერით გრძლად. კუთხიდან გამოტოვეთ ადგილი და შემდეგ გაჭერით.
  5. კუთხეში წაუსვით სოუსი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეჩუპი).
  6. სოუსის რეცეპტი: 5 სუფრის კოვზი ტომატპასტა, 5 სუფირს კოვზი მაიონეზი, 1 ჩაის კოვზი იტალიური სანელებლები, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

7.სოუსი ცომს წაუსვით თხლად (სოუსი შეინახეთ ქილაში, რადგან გამომცხვარ ცხობილას ის ძალიან უხდება).

8.მოაყარეთ ყველი და გადაანაწილეთ ძეხვი.

9.ძეხვზე მოათავსეთ კიდევ ერთი ფენა ყველი.

10.საცხობი ქაღალდის დახმარებით ცომი დაახვიეთ რულეტისებურად.

11.რულეტს მიეცით წრის ფორმა, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ყველა მხრიდან.

12.ზემოდან მოაყარეთ ყველი.

13.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!