გამომცხვარი სოსისი ცომში ერთ–ერთ ყველაზე გემრიელ და სწრაფ წასახემსებლად ითვლება. მისი მომზადება ძალიან ადვილია, ხოლო შედეგი დიდებული. ასეთი წასახემსებელი შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ ან ბავშვებს სკოლაში ლანჩ–ბოქსში ჩაუდოთ.
ინგრედიენტები:
- 100 მლ წყალი
- 130 მლ რძე
- 10 გრ შაქარი
- 6 გრ მშრალი საფუარი
- 5 გრ მარილი
- 50 მლ მცენარეული ზეთი
- 400 გრ ხორბლის ფქვილი
- 1 კვერცხი
მომზადების წესი:
- წყლის და რძის ნარევი შეათბეთ, შაქარი, საფუარი, 2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
- გაცრილი ფქვილი, მარილი, ზეთი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ, ზოლებად დაჭერით. სოსისებს შემოახვიეთ და საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
- ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. სურვილისამებრ, სეზამი მოაყარეთ.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.
- გემრიელად მიირთვით!