სიტყვა “გალეტა” ყველას სხვადასხვა ასოციაციას უქმნის. ზოგს წარმოუუდგენია შიგტავსიანი ნამცხვარი, მშრალი ორცხობილა ან ლავაში. გალეტა ყველით და ბოსტნეულით, ჩემი ფავორიტი კერძია.
ინგრედიენტები
- პომიდვრის წვენი 200მლ
- მზასუმზირის ზეთი 100მლ
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 400გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- ბადრიჯანი 2 ცალი
- შებოლილი ძეხვი 150გ
- პომიდორი 3 ცალი
- მოცარელა 150გ
- პომიდვრის სოუსი 2 სუფრის კოვზი
- სანელებლები
მომზადება
- პომიდვრის წვენს დაუმატეთ ზეთი, მარილი და შაქარი. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 30 წუთი.
- დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ. შეწვიტ ზეთში ორივე მხრიდან.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული, წაუსვით სოუსი. მოათავსეთ მეგვლად დაჭრილი პომიდორი და ბადრიჯანი. შემდეგი ფენა – ძეხვი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!