გაგიკვირდებათ, მაგრამ პურის გამოცხობა ტაფაზეც არის შესაძლებელი

2188

დაბრაწული ხრაშუნა ქერქი, მადისაღმძვრელი არომატი და საოცრად მდიდარი გემო – ეს თვისებები ხდის პურს იდეალურს. ზოგს ცომის მომზადება და პურის გამოცხობა რთული გონია. მაგრამ ამ რეცეპტის მიხედვით თქვენ დარწმუნდებით, რომ პურის გამოცხობა უმარტივესია.

ცომის სწრაფად მოზელვა, 30 წუთში ამოფუება და ნაელ ცეცხლზე მისი შეწვა – ეს არის მისი მომზადების ტექნოლოგია. ზოგიერთი ამ პურს აგარაკის პურსაც უწოდებს, რადგან მის მოსამზადებლა მხოლოდ მარტივი ინგრედიენტები და სქელი ტაფაა საჭირო. მაგრამ პური გამოვა საუკეთესო საცხობში გამომცხვარ პურზე უფრო გემრიელი.

ინგრედინტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • წყალი 360მლ
  • მშრალი საფუარი 5გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადება

1.წყალი გააცხელეთ ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ მაღლა. მასში გახსენით შაქარი, მარილი და საფუარი. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, ეცადეთ არ დაიჯირჯვლოს. მოზილეთ საშუალო კონსესტენციის ცომი.

2.სქელი და ღრმა ტაფა დაამუშავეთ კარაქით. მოატავსეთ მასში ცომი, შეფუთეთ და დაელოდეთ 40 წუთი.

3.ტაფას დააფარეთ თავზე და პური გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი. გადმოაბრუნეთ და თავსაფრის გრეშე შეწვით კიდევ 30 წუთი. სახლში გამომცხვარი საოცარი პურიც მზად არის!

ცხობისას ჭურჭლის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია: ტაფა უნდა იყოს ღრმა, უმჯობესია იყოს თუჯის (თუჯი სითბოს უკეთ ანაწილებს). ამ მეთოდით პურს აცხობენ მაროკოელები, რომელთაც ასევე აქვთ მსგავსი ტრადიციული კერძი, რომელსაც უბრალოდ დამატებიტ აქვს სემოლინა. ტქვენ შეგიძლიათ სემოლინა შეცვალო მანანის ბურღულით, ამ რეცეპტის მიხედვით აიღოთ 200გ და დაუმატოთ 50-100მლ წყალი, ამ მეთოდით თქვენ მოამზადებთ მაროკოელების ტრადიციულ პურს.