ბუმბულის მსგავსი ცომი! მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი 2 განსხვავებული გულსართით

768

დღეს გასწავლით ღვეზელების უმარტივესად მომზადებას. გამოდის ბუმბულივით მსუბუქი და ჰაეროვანი.

ინგრედიენტები

  • კეფირი 120მლ
  • მზესუმზირის ზეთი 40მლ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • საფუარი 10გ
  • ფქვილი 200-150გ
  • კვერცხის გული
  • ნებისმიერი გულსართი

მომზადება

  1. გააცხელეთ კეფირი და დაუმატეთ ზეთი.
  2. მოაყარეთ შაქარი და მარილი.
  3. მოურიეთ და დაუმატეთ საფუარი. დატოვეთ 10 წუთი.
  4. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  5. ჩვენი ცომი ამოვიდა – ძალიან ფაფუკია აქედანვე ეტყობა.
  6. დროა დავიწყოთ გულსართის მზადება.
  7. ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელეთ.
  8. ამ რეცეპტით მომზადებული ცომი გამოდის საოცრად ნაზი.
  9. წაუსვით წყალში გახსნილი კვერცხის გული.
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი

გემრიელად მიირთვით!