ბრინჯის უტკბილესი პატარა პუდინგები კორეულად

1649

ბრინჯის პატარა პუდინგები თბილი უნდა მიირთვათ. კარგია, თუ ვანილის ნაყინსაც დაუმატებთ. თუ ჩინურ წითელ ფინიკს ვერსად მიაგნებთ, ჩვეულებრივი  ფინიკის ჩირი გამოიყენეთ.

საჭირო მასალა: 

  • 400 გრ გრძელმარცვლიანი წებოვანი ბრინჯი
  • 500 მლ წყალი
  • 100 გრ ყავისფერი შაქარი
  • 10 წაბლი
  • 10 ჩინური ფინიკის ჩირი
  • 2 ს.კ ქიშმიში
  • 1/2 ს.კ სეზამის ზეთი
  •  2 ს.კ ფიჭვის კაკალი

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი ჯამში ცივი წყლით დაფარეთ. 1 სთ დაალბეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცივ წყალში კარგად გაავლეთ.
  2. გადაიტანეთ სქელძირიანი ქვაბში.
  3. შაქარი წყალში გახსენით. დაუმატეთ ბრინჯს. შემდეგ შემწვარი წაბლი, ფინიკი, ქიშმიში მოაყარეთ და სეზამის ზეთი მოასხით. საჭიროებისამებრ, წყალი დაასხით ისე, რომ ბრინჯს 2 სმ-ზე მოადგეს. მაღალ ცეცხლზე აადუღეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ქვაბს დაახურეთ 20 წთ ადუღეთ.
  4. გადმოდგით და თავდახურული დაახლოებით 15 წთ გააჩერეთ.
  5. ბრინჯი 250 მლ-იან თიხის ფიალებში გადაიტანეთ. სუფრაზე მიტანის წინ კი თეფშებზე გადმოაპირქვავეთ და ფიჭვის კაკლით მორთეთ.

მოამზადეთ და დააგემოვნეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული უტკბილესი რეცეპტი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.