ბლინები მაიონეზით იმდენად ნაზი და გემრიელია, რომ უკვე ყოველდღე ვამზადებ. იწვება ზეთის გარეშე

8030

ბლინების იდეალურ რეცეპტს ეძებთ? გილოცავთ, ის თქვენ წინაშეა! დღეს ჩვენ გასწავლით ბლინების მაიონეზით მომზადებას – ისინი არასდროს იხევა და გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე რძიანი. მაცივარში დიდხანს არ გამოშრება და ისეთივე რბილი რჩება, როგორც პირველ წუთებშია.

ბლინები მაიონეზზე

ასეთი ბლინები, შეგიძლიათ, ჯემთან, მურაბასთან, თაფლთან, შედედებულ რძესთან ერთად მიირთვათ. თუ ტკბილი არ გიყვართ – ცომს შაქარს ნუ დაუმატებთ მოამზადეთ მარილიანი ხაჭოს, სოკოს ან ხორცის შიგთავსი საკუთარი გემოვნებით, გაახვიეთ ბლინებში და დატკბით შესანიშნავი გემოთი!

ინგრედიენტები

  • 0.5 ლ თბილი წყალი
  • 9 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ათქვიფეთ მიქსერით მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი.

2. დაუმატეთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ, კენჭები რომ არ გაჩნდეს და დაასხით ზეთი. გააჩერეთ ცომი 20 წუთით.

3. წაუსვით ტაფას ზეთი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ – პირველი ბლინის გამოცხობისას, დადგით ნელ ცეცხლზე.

4. ცოტაოდენი ცომი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფის ზედაპირზე. შეწვით ბლინები 1-2 წუთით ორივე მხარეს.

5. მიირთვით თბილი ბლინები მურაბასთან, თაფლთან ან ჯემთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!