ძალიან მარტივი და ბიუჯეტური რულეტის კლასიკური რეცეპტი.
ყოველთვის ყველას გამოსდის.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 100გ
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 1/2 ჭიქა
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
- ჯემი
- მარილი მწიკვი
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
- განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
- ცილა მოათვაესთ მაცივარში.
- გულს დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
- ათქვიფეთ გული ერთგვაროვნებამდე.
- გულის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.
- ცილა გამოიტანეთ მაცივრიდან და ათქვიფეთ.
- თქვეფის პროცესში დაუმატეთ მარილი.
- ფქვილის მასას დაუმატეთ ცილის.
- მოურიეთ აუჩქარებლად, ქვემოდან ზემოთ.
- პერგამენტით ამოფინეთ გამოსაცხობი ფორმა და დაასხით ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
- გამომცხვარი ფირფიტა გადააბრუნეთ შაქრიან ზედაპირზე და მოაშორეთ პერგამენტის ქაღალდი.
- დაახვიეთ რულეტისებურად და დაელოდეთ 10 წუთი.
- შემდეგ გაშალეთ რულეტი, წაუსვით ჯემი და ისევ დაახვიეთ.
- მზა რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!