ბაგეტების “მარგარიტა”: შესანიშნავი საუზმის მარტივი რეცეპტი

1272

იცით, რომელი პიცა უყვართ იტალიელებს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, “მარგარიტა”! ეს პიცა იტალიის ერთგვარი სიმბოლოც გახდა. თუმცა, მომუშავე დიასახლისებისთვის პიცა უფრო უქმე დღეების კერძია, აი საუზმეზე კი ჩვენი კულინარები ბაგეტების “მარგარიტას” მომზადებას გთავაზობენ.

“გასტრონომიას” რედაქცია მიიჩნევს, რომ ეს ვარიანტი ძალიან მომგებიანია: არ არის საჭირო ცომის მოზელვა და ლოდინი, როდის ამოვა. საკმარისია, მოამზადო შიგთავსი და მოაყარო გუშინდელ ბაგეტს. შემდეგში შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და შეცვალოთ შიგთავსის შემადგენლობა გემოვნების მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 1 ბაგეტი
  • 1 ც პომიდორი
  • 8-10 ც პომიდორი ჩერი
  • 100 გრ მოცარელა
  • 2 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • 45 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გახეხეთ დიდი პომიდორი.
  2. გაახურეთ ტაფაზე 30 მლ ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ გახეხილი პომიდორი, დაამატეთ ბეგქონდარა, ყავისფერი შაქარი, მარილი, პილპილი. მოურიეთ და მოამზადეთ სოუსი 5 წუთის განმავლობაში.
  3. გაჭერით ბაგეტი შეუაზე, შემდეგ სიგრძეზე. სულ 4 ნაჭერი უნდა გამოვიდეს.
  4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. მოათავსეთ ბაგეტები. რბილობზე მოასხით ზეთი, კანს კი წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი. მოასხით სოუსი, შემდეგ დაალაგეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა.
  5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით. შემდეგ მოაყარეთ ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!

ასეთი გემრიელი საუზმე წარმატებული დღის საწინდარი გახდება თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.  მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს!