აჭარული ხაჭაპური – უდავოდ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. მისი მომზადების რეცეპტები ასზე მეტს ითვლის – ღია, დახურული, ყველით შიგნით, ყველით გარეთ, ფენოვანი, სუნელებით…
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 1 ჩ.კ. საფუარი
- 600 გრ სულგუნი
- 1 ს.კ. ზეთი
- 1 ჭ თბილი წყალი
- 3 ს.კ. კარაქი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 8 კვერცხი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ჩაასხით თბილი წყალი თასში, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, შემდეგ გაცრილი ფქვილი და საფუარი. მოზილეთ ცომი, დადგით 1 საათით თბილ ადგილას 1 საათით. შემდეგ კვლავ დაამუშავეთ და დატოვეთ 30 წუთით.
- მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ ყველი, დაუმატეთ 2 კვერცხი. კარგად მოურიეთ.
- დაამუშავეთ ცომი, დაყავით 5 ნაწილად. გააბრტყელეთ და მიეცით ოვალური ფორმა.
- მოათავსეთ თანაბრად ყოველ ფენაზე ყველი. დატოვეთ კუთხეებზე 3-4 სმ.
- ამოატრიალეთ ცომის კუთხეები და შექმენით ნავის ფორმები. წაუსვით ცომზე კვერცხი.
- წაუსვით ზეთი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნავები, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. მზა ხაჭაპურებს ჩაახალეთ თითო კვერცხი, დაუმატეთ თითო ნაჭერი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!