პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის, 3,5-დან 8,5%-მდე ორგანულ მჟავებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, B1, B2, PP ვიტამინებს და ა.შ. ამიტომ თამამად შეგვიძლია როგორც ცოცხლად ისე დამწნილებული სახით მივირთვათ.
მწვანე პამიდვრის მწნილის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- მწვანე პამიდორი 1 კგ
- მარილი 1 სუფრის კოვზი
- ნიორი 1 საშუალო ზომის თავი
- ნიახური 150 გ
- კამა, ოხრახუში 100 გ
- წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- სიმწიფეში შესული პამიდორი (ღია მწვანე ფერის) გავასუფთავოთ, გავრეცხოთ ცივი წყლით და გავჭრათ მრგვალად ისე, რომ ნაწილები ერთმანეთს არ დაშორდეს.
- ცალკე ჯამში ავურიოთ დაჭრილი მწვანილი: ნიახური, ოხრახუში, კამა, მსხვილად დაკეპილი ნიორი, მარილი, დაჭრილი წითელი წიწაკა და ეს ჩასართი ჩავდოთ გაჭრილ პამიდორში. პამიდვრები ჩავაწყოთ ქილაში მჭიდროდ. ქილას თავსახური დავახუროთ და დავდგათ გრილ ადგილას.
- პამიდორი თვითონ გამოუშვებს წვენს. ერთ კვირაში მწნილი მზად იქნება.