ალუბლის დესერტებს გვერდს გულგრილად ვერავინ უვლის. ამ ხილს არაჩვეულებივი გემო და არომატი აქვს, გადა ამისა ის ძალიან სასარგებლოც არის. ყველაზე სწრაფი მეთოდია, გაყინოთ ის და მისგან მთელი წლის განმავლობაში ღვეზელები აცხოთ. ის ღვეზელი რომლის რეცეფტსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ – ენით აღუწერელ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მის მომზადებას 40 წუთი სჭირდება. გააოცეთ შინაურები ახალი რეცეფტით!
ფრანგული კლაფუტი
- 600 გრამი ალუბალი
- 30 გრამი გამდნარი კარაქი
- 4 კვერცხი
- 250 მილიგრამი რძე
- 100 გრამი ფქვილი
- 100 გრამი შაქარი
- 12 გრამი ვანილი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ალუბალს კურკები გამოაცალეთ და ცხიმწასმულ თერმოგამძლე ფორმაში ჩადეთ
2. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ და დაასხით ალუბალს
3. გამოაცხვეთ კლაფუტი ოქროსფერ-მოყავისფროს შეფერადებამდე, დაახლოებით 40-45 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე.
ეს ტკბილი გემრიელობა ყავას ძალიან უხდება. შეიგიძიათ ალუბალი მალინით, მოცვით და სხვა ბევრი კენკრით ჩაანაცვლოთ.