არასდროს მინახავს ასეთი ფაფუკი დესერტი! ძალიან გამაოცა ამ რეცეპტმა…

851

ჩიზქეიქის უამრავი რეცეპტი არსებობს. ყველისა და ხაჭოს გარდა უმატებენ ხილს, თაფლს ან კაკაოს.

დღეს ჩვენ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები

  • 200გ ორცხობილა გალეტი
  • 100გ კარაქი
  • 100გ ნაღების ყველი
  • 2 კვერცხი
  • 200გ შედედებული რძე
  • 200გ უცხიმო შედედებული რძე
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. დაფქვით ორცხობილა ბლენდერში.

2.კარაქს დაუმატეთ ორცხობილა და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ გამოსაცხობი ფორმის ძირზე.

3.ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი, ყველი, უცხიმო შედედებული რძე, ვანილის ექსტრაქტი და შედედებული რძე.

4.ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!