არაჟნის ფუნთუშები ბედნიერი ბავშვობის მოგონებებს მახსენებს. დედაჩემი 1970-1980 – იან წლებში ამზადებდა.
გადავწყვიტე ჩემი შვილებისთვისაც მომემზადებინა და გამეხარებინა ისინი. ფუნთუშა გამოდის ძაიან ნაზი და არომატული. მე ხშირად პურს ნაცვლადაც მივირთმევ.
ინგრედიენტები
- საფუარი 12გ
- შაქარი 6 სუფრის კოვზი
- წყალი 140მლ
- არაჟანი 100მლ
- კარაქი 75გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ვანილი 2გ
- ხორბლის ფქვილი 450გ
- კვერცხის გული 1 ცალი
მომზადება
1.საფუარს დაუმატეთ შაქარი და დატოვეთ რამდენიმე წუთი.
2.დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, კვერცხი, თბილი წყალიში გახსნილი არაჟანი, მცენარეული ზეთი და ვანილი. კარგად მოურიეთ.
3.დაუმატეთ ფქვილის ნაწილი და მარილი. მოურიეთ.
4.ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. თბილ ადგილას დატოვეთ 2 საათი.
5.მზა ცომი გაყავით 8 ნაწილად და გააბრტყელეთ.
6.დაასხვენეთ 30 წუთი. დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით.
7.კვერცხის გულს დაუმატეთ არაჟანი და მიღებული მასა წაუსვით ფუნთუშებს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!