არაჟნის ნამცხვარი ცხობის გარეშე

758

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 300გ
  • კარაქი 320გ
  • არაჟანი 400გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაარი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • ვანილი 10გ

მომზადება

1.ღრმა ქვაბში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და კვერცხი. დაუმატეთ არაჟანი და მოურიეთ. მოათავსეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. ცეცხლი დააყენეთ მინიმუმზე და მოხარშეთ 1-2 წუთი.

2.გადმოიტანეთ ქვაბი ცეცხლიდან და მოათავსეთ გაყინულ წყალში. დააფარეთ პარკი ისე, რომ ეხედბოდეს კრემს.

3.დააბლენერეთ ორცხობილა. 2-3 სუფრის კოვზი გადაინახეთ. დარჩენილს დაუმატეთ 120გ გამღვალი კარაქი და მოურიეთ.

4.ბრტყელ თეფშზე დადეთ საკონდიტრო რგოლი. ამოფინეთ პერგამენტით. მოათავსეთ ორცხობილის მასა და შეინახეთ 20 წუთი მაცივარში.

5.100გ კარაქს დაუმატეთ ვანილი. ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე. მოხარშული მასა დაუმატეთ კარაქს.

6.მთელი კრემი მოათავსეთ ფორმაში. მოაყარეთ გადანახული დაფხვნილი ორცხობილა. შეინახეთ მაცივარში 4-6 საათი.

გემრიელად მიირთვით!