ამ რეცეპტით მომზადებული ტირამისუ განსაკუთრებით გემრიელი და მიმზიდველი გამოდის

2121

ტირამისუ იტალიური დესერტია და მისი მრავალი ვარიაცია არსებობს. მოცემული რეცეპტით დამზადებული ვარიანტი განსაკუთრებით გემრიელი და მიმზიდველია.

ინგრედიენტები: 

  • 375 გ ცხიმიანი ნაღები
  • 150 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 2 სუფრის კოვზი ყავის ლიქიორი
  • 1 ფინჯანი მასკარპონე
  • 16 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი”
  • კაკაოს ფხვნილი, თავზე მოსაყრელად

მომზადების წესი: 

  1. 180 მლ ნაღები, შოკოლადი და ლიქიორი ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. დროდადრო ურიეთ გადნობამდე. გააცივეთ მაცივარში 15 წუთი.
  2. დარჩენილი ნაღები მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ რბილი, მაგრამ მკვრივი მასის წარმოქმნამდე. მიღებული კრემი დაუმატეთ მასკარპონეს და კარგად აურიეთ. 375 მლ მოცულობის 4 ჭიქაში ჩადეთ ნამცხვარ “სავოიარდის” ნაჭრები, შეგიძლიათ დატეხოთ და ისე დაალაგოთ. მოასხით შოკოლადის ნახევარი, შემდეგ ათქვეფილი ნაღების ნაწილი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
  3. თავზე დააფარეთ და გააცივეთ მაცივარში 4 საათით მაინც მოათავსეთ.

გემრიელად მიირთვით!  გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.