ამ რეცეპტით თქვენ მთელი არმიის გამოკვებას შეძლებთ! ვერც კი წარმოიდგენთ რა მარტივი მოსამზადებელია

966

ამ რეცეპტის დახმარებით, თქვენ საოცრად მარტივად და სწრაფად მოამზადებთ უგემრიელეს კერძს.

დიდი ზომის პიცის მომზადება ყოვეთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

ინგრედიენტები

  • 3 ფირფიტა გაგრილებული ცომი პიცისთვის
  • პომიდვრის სოუსი
  • გახეხილი ყველი
  • შიგთავსი გემოვნებით (ძეხვი, ლორი, სოკო და ასე შემდეგ..)

უბრალოდ შეხედეთ ამ ხელოვნების ნიმუშს!

აუცილებლად დაგჭირდებათ მარალი გამოსაცხობი ფორმა.

გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით წრეები, მინიმუმ 4-5 ფენა, შემდეგ გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

ცომის გარჩენილი ზოლი დაგვჭირდება გვერდების მოსაპირკეთებლად.

ფორმა ამოფინეთ ქარალდით, ფორმას შიგნიდან შემოახვიეთ ცომის ფირფიტა, ეცადეთ გააკეთოთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მოათავსეთ ცომის პირველი ფირფიტა (გაგრილებული).

წაუსვით პომიდვრის სოუსი და დაიწყეთ პიცის აწყობა თქვენი გემოვნებით. თითოეული ფენა გამოყავით ცომის ფირფიტით.

ბოლო ფენაზე მოათავსეთ პომიდორი, ყველი და დანარჩენი ინგრედიენტები. პიცის სარტყელის კუთხეები შიგნით შეკეცეთ და დააფიქსირეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

დაჭერით და გაუმასპინძლდით სტუმრებს!

ამ პიცის მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერ დღესასწაულზე. ჩემს ბავშვებს ძალიან მოეწონათ პიცის ეს ვარიაცია.

გემრიელად მიირთვით!