ამ პასკის რეცეპტი მარინა ბებიამ მასწავლა, ახლა ვეღარც წარმომიდგენია სხვაგვარად გამოცხობა.

2051
Baked sweet dessert traditional easter cake panettone also called kulich glazed with icing and raisins on vintage textile background

მოემზადეთ აღდგომისთვის და დააცხვეთ უგემრიელესი კულიჩები. ყველა ქალაქში და ქვეყანაში ამას განსხვავებულად აკეთებენ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ უკრაინის ქალაქ ზაპაროჟიეში არსებულ ტრადიციულ რეცეპტს.

დღეს ჩვენ ერთად მოვამზადებთ ამ საოცარ კულიჩებს!

ინგრედიენტები

  • 250მლ თბილი რძე
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 30გ საფუარი

ცომისთვის

  • 6 კვერცხი
  • 10 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 7 ჭიქა ფქვილი
  • 200მლ მვენარეული ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 200გ ქიშმიში
  • მარილი გემოვნებით

მინანქრისთვის

  • 6 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი ჟელატინი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი, საფუარი (დაფქვნილი) და ფქვილი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი, არაჟანი და ზეთი. რძის მასას დაუმატეთ მიღებული.

2.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გმოგივიდეთ წებოვანი. დაუმატეთ დარჩენილი ზეთი. მზა ცომი თბილ ადგილას მოათავსეთ 2-3 საათი.

3.ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი 5 წუთი. მოათავსეთ ხელსახოცზე. ზეთიან ზედაპირზე მოათავსეთ ცომი, მოაყარეთ ქიშმიში. ფრთხილად მოზილეთ.

4.მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. წაუსვით ცხიმი, მასზე მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი და დააფარეთ ხელსახოცი. დაელოდეთ 40 წუთი. მოატავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ (ღუმელში მოათავსებისას 1 წუთის განმავლობაში არ დახუროთ კარები).

5.მზა კულიჩები მოათავსეთ გვერდზე, დაელოდეთ და გამოიტანეთ ფორმიდან.

6.ჯამში მოათავსეთ ჟელატინი და დაასხით 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი. სანამ ის ამოფუვდება, პატარა ჯამში მოათავსეთ 1 ჭიქა შაქარი და 4 სუფრის კოვზი წყალი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. როცა შაქარი გალღვება, ჯამი გადაიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და ათქვიფეთ მიქსერით 2-3 წუთი.

7.მინანქართან უნდა იმუშავოთ სწრაფად, რადგან ის ძალიან სწრაფად მაგრდება. მოასხით კულიჩს მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!