ალუბლის უგემრიელესი ფუნთუშები – წარმატებული გულსართი, რომელიც გაამართლებს თქვენს იმედებს

808

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი ალუბლიანი ფუნთუშის რეცეპტს. ღვეზელი გამოდის ჰაეროვანი და ფაფუკი.

ინგრედიენტები

გულსართისთვის

  • 500გ ალუბალი კურკის გარეშე
  • შაქარი 125გ
  • სიმინდის სახამებელი 25გ

ცომისთვის 

  • რძე 200მლ
  • საფუარი 20გ
  • ქათმის კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • მცენარეული ზეთი 30გრ
  • ფქვილი 600გ

გულსართის მომზადება:

ვიღებთ სქელძირიან ქვაბს და ვყრით ალუბალს, მოაყარეთ შაქრის ნახევარი და დატოვეთ, რათა ალუბალმა გამოუშვას წვენი. სიმინდის ფქვილს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და მოურიეთ. ალუბალი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღებისთანავე დაუმატეთ სიმნდის სახამებელი და შაქარი, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გულსართი გასქელებისთანავე მზად არის.

ცომის მომზადება:

  1. ჯამში ჩაასხით რძე (35-40 გრადუსი ) და მასში გახსენით საფუარი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ვანილი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, დარბილებული კარაქი და 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ცომის პირველ ნაწილს დაუმატეთ მეორე ჯამში მომზადებულ მასა და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი. მოასხით ზეთი და კარგად დაამუშავეთ ხელით.
  3. ცომს მიაპკურეთ ზეთი და შეფუთეთ პოლიეთილენის პარკში. 40 წუთი მოათავსეთ 30-35 გრადუს წყალში. 40 წუთის შემდეგ ისევ მოზილეთ.

    ფუნთუშების მომზადება:

სამუშაო ზედაპირი დაამუშავეთ ცხიმით და გადმოიტანეთ ცომი. გაყავით 18 (60გ) ნაწილად. დაამრგვალეთ და ამოსაფუებლად დატოვეთ 10 წუთი. თითოეულში მოათავსეთ ალუბლის გულსართი და მიეცით ფუნთუშას ფორმა. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და დაასვენეთ 10 წუთი. წაუსვით კვერცხის გული, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!