თუ გიყვართ კვერები ნაანი (Naan), ასეთი გემრიელი საუზმე გარანტირებულად მოგეწონებათ, რადგან ხაჭოს კვერი კიდევ უფრო გემრიელი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო
- 500 გრ კეფირი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 მწიკვი ვანილი
- 1 კვერცხი
- 500 გრ ფქვილი
მომზადების წესი:
1. ხაჭო, კეფირი, მარილი, სოდა, შაქარი, კვერცხი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. რბილი და წებოვანი ცომი მოზილეთ.
2. ცომი 8 ნაწილად დაყავით და პატარა კვერებად გააბრტყელეთ.
3. კვერები ცოტა მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე აცხვეთ.
4. მზა კვერებს კარაქი წაუსვით და სუფრაზე არაჟანთან და მურაბასთან ერთად გაიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!