ნაღების კრემი ყველაზე მარტივი მოსამზადებელია.. მხოლოდ ნაღების ხარისხი და რამდენიმე წესია საჭირო… რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.
ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის 2 ფინჯანი (500 მლ) ნაღების კრემი. თუ მეტი გჭირდებათ, დოზა გააორმაგეთ. თუ უფრო მსუბუქი და ღია ფერის კრემის მომზადება გსურთ, ნაღები კარგად გააგრილეთ – ნაღებიანი ჭურჭელი ათქვეფამდე 10 წუთით მოათავსეთ საყინულეში.
ინგრედიენტები:
- 1 ფინჯანი (250 მლ) ცხიმიანი ნაღები
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
გამოდის: დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ) კრემი
მომზადება: 5 წუთი
დონე: 1
მომზადების წესი:
- საშუალო ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები, სანამ არ გასქელდება. დაუმატეთ შაქრის პუდრი და ვანილი და განაგრძეთ თქვეფა.
- მეტისმეტად ნუ ათქვეფთ.
იდეალური კრემი მზადაა. ამ კრემით მორთული დესერტები საოცრად გემრიელი გამოდის.
ჩაინიშნეთ და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.