სახლში მომზადებული მარწყვის ცუკატები

2542

თუ გსურთ ასიამოვნოთ თქვენს შვილს და საკუთარ თავს რაიმე ტკბილით, არ არის საჭირო ტკბილეულის ყიდვა, რადგან მასში სასარგებლო არაფერია. მოამზადეთ ტკბილეული სახლის პირობებში კენკრისგან. დაშაქრული ხილის ნაჭრები ნებისმიერ კარამელზე ნატურალურია. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ცუკატები სახლის პირობებში. მისი მომზადება ძალიან მარტივია და თუ კენკრა კარგადაა დაშაქრული, წლების განმავლობაშიც კი შეიძლება მისი შენახვა.

სახლში მომზადებული ცუკატები

ცუკატი ხილის ზამთრისთვის შენახვის საუკეთესო გზაა, მას არ სჭირდება მაცივარი და მისი შენახვა წლობით შეგიძლიათ. 1,5 კგ მარწყვისგან მზადდება 350 გრ ცუკატი, ბონუსად კი მიიღებთ გემრიელ და საოცრად არომატულ მარწყვის სიროფს, რომლისგანაც კომპოტის მომზადება შეგიძლიათ.

მარწყვი აუცილებლად უნდა იყოს უდეფექტო და მკვრივი. სასურველია შეიძინოთ ერთი ზომის მარწყვი. არ ღირს იდეალურად პრიალა მარწყვი, რადგან ის აუცილებლად იქნება ხელოვნურად დამუშავებული და უამრავი მავნე ნივთიერების შემცველი. კენკრა უნდა იყოს მშრალი და უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ფერი. მისი პატარა ფოთლები კი უნდა იყოს მწვანე.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი

1. მოაშორეთ ფოთლები მარწყვს და კარგად გარეცხეთ, შემდეგ კი დაალაგეთ ხელსახოცზე გასაშრობად.

2. ამავდროულად მოადუღეთ სიროფი. გახსენით შაქარი წყალში და აადუღეთ.

3. სუფთა და მშრალ მარწყვს მოასხით ზემოდან მოდუღებული სიროფი. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაცივდება, შემდეგ კი გაწურეთ.

4. გადაწურული სიროფი თავიდან მოადუღეთ, შემდეგ კი ჩაყარეთ მასში მარწყვი და მაშინვე გამორთეთ ცეცხლი. კვლავ გააცივეთ და გაწურეთ.

5. იგივე მოქმედება გაიმეორეთ 7-ჯერ.

6. როდესაც ბოლოჯერ მოადუღებთ სიროფს, გააჩერეთ მარწყვი მასში 3 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ამოალაგეთ მარწყვი და გააჩერეთ გასაშრობად 4 საათით.

7. დაალაგეთ მარწყვი საცხობ ლანგარზე ან საჭრელ დაფაზე და გამოაშრეთ მზეზე (მაგრამ არა პირდაპირი სხივების ქვეშ) ან გააჩერეთ მშრალ, ვენტილირებად ადგილას 4-5 დღის განმავლობაში.

თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ ეს პროცესი ღუმელის მეშვეობით. მოათავსეთ მარწყვი ღუმელში 50-80 გრადუსზე 10-15 საათის განმავლობაში.

მზა ცუკატი მოათავსეთ მშრალ ლანგარზე და ზემოდან მოაბნიეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!

იხილეთ ვიდეო, რომ უფრო გაგიადვილდეთ ცუკატის მომზადება სახლის პირობებში.