უქმე დღეებზე ბავშვებთან ერთად ერთი ტრადიცია გვაქვს: ძილის წინ ცხელ არომატულ კაკაოს ვამზადებთ. ბევრი ირწმუნება, რომ სწორედ ეს სასმელი ადუნებს ადამიანს საუკეთესოდ და მშვიდი ძილის საწინდარია.
ახლახან საღამოს სასმელის კიდევ ერთი საინტერესო სასმელი აღმოვაჩინე – ფინიკის რძე. საკმაოდ სწრაფად მზადდება და საუცხოო არომატი და გემო აქვს. ბავშვებიც და მეც აღფრთოვანებული ვართ და გირჩევთ თქვენც სცადოთ.
ინგრედიენტები
- 10 ც ფინიკი
- 500 მლ რძე
- შაქარი გემოვნებით
- ვანილინი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ფინიკები, მოაცილეთ კურკები, დაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილინი, მარილი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 7 წთ განმავლობაში, სანამ მასა ღია კრემისფერი არ გახდება.
2. ამოიღეთ ფინიკები, გადაიტანეთ ჭურჭელში და დადგით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ რძესთან ერთად ერთგვარი მასის მიღებამდე.
სასმელი კარგია ნებისმიერ სეზონზე: ზამთარში თბილი ფინიკის რძე შესანიშნავად ათბობს და ანაყრებს, ზაფხულში კი ცივ მდგომარეობაში ის ოდნავ დამდნარ ნაყინს მოგაგონებთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!