ბარდის უგემრიელესი შეჭამანდი ნებისმიერ ამინდს და სეზონს უხდება. ამასთან სასარგებლო და ძალიან გემრიელია. მისი მომზადება ახალბედებსაც კი გაუდვილდებათ, რადგან ძალიან ადვილი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები:
- 500 გ ხმელი ბარდა
- 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
- 2 ღერი დაჭრილი პრასი
- 1 დიდი კონა ქინძი
- 3 კბილი დანაყილი ნიორი
- ზეთი ან კარაქი – მოსაშუშად
- მარილი
- შავი პილპილი
მომზადების წესი:
- ბარდას დავასხათ წყალი და 2 საათი გავაჩეროთ, შემდეგ გადავწუროთ და მოვხარშოთ. როცა დარბილდება, დაუმატოთ ცხიმში მოშუშული პრასი და ხახვი.
- წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად, შემდეგ ჩავაბრუნოთ ქვაბში, შევანელოთ მარილით, პილპილით, ნივრით და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ, ბოლოს მოვაყაროთ ქინძი და ნიორი.
- გავაფორმოთ პიტნით – სურვილისამებრ.