კასატა ტრადიციული სიცილიური დესერტია, როელსაც ლიქიორით კარგად დანამული ბისკვიტით, ყველი „რიკოტას“ კრემითა და დაშაქრული ხილისგან ამზადებენ.
ბისკვიტი
- 170 გ ფქვილი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 6 კვერცხი (ცილა და გული განცალკევებული)
- 250 გ შაქარი
- 1/2 ლიმონის ცედრა
- იტალიური ლიქიორი “სტრეგა” ან მშრალი ღვინო “მარსელა” (დასანამად)
გულსართი
- 1.5 კგ ყველი რიკოტა (გაწურული)
- 2 ჭიქა შაქარი
- 120 მლ ნაღები
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1 ჭიქა შავი შოკოლადის ჩიფსი
მარციპანი და მომინანქრება
- 60 გ გლუკოზა
- 2 ს.კ. წყალი
- 4 ჭიქა (600 გ) შაქრის პუდრი
- 350 გ ნუში (წმინდად დაფქული)
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1/2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი (ესენცია)
- მწვანე საკვები საღებავი
- 1 კვერცხის ცილა
- ლიმონის ახალგამოწურული წვენი
- დაშაქრული ხილი (გასაფორმებლად)
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობ ფორმას (25 სმ) კარაქი წაუსვით. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ფქვილი და გამაფხვიერებელი ჯამში გაცერით.
- კვერცხის გული და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ გათეთრებმადე და გასქელებამდე.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა გამკვრივებამდე. ფქვილისა და კვერცხის გულის ნარევი ერთმანეთს შეურიეთ. ფრთხილად შეათქვიფეთ ბეზე. მიღებული მასა გამზადებულ ფორმაში გადაიტანეთ და კოვზით მოასწორეთ.
- აცხვეთ 35-45 წუთის განმავლობაში. ფორმაში გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ. ძირიდან ფრთხილად მოაშორეთ ქაღალდი.
- გულსართი. რიკოტა, შაქარი, ნაღები და ვანილი ჯამში ათქვიფეთ ერთგვაროვანი კრემისებური მასის მიღებამდე. კოვზით აურიეთ შოკოლადის ჩიფსები.
- ბისკვიტი ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით. ეცადეთ, ბისკვიტი ისე გაჭრათ, რომ ღრმულები არსად ჰქონდეს. თითოეულ ფენას ფუნჯით ლიქიორი ან ღვინო გადაუსვით.
- ბისკვიტის ცენტრში “რიკოტა” კოვზით მოუსვით, გაფრთხილდით, რომ ყველი გვერდებზეც არ წაესვას. ზედაპირი მოასწორეთ და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ. ფუნჯით ლიქიორი გადაუსვით.
- ნამცხვარს ფოლგა დააფარეთ, თეფში დაადეთ და ფრთხილად დააწექით ბისკვიტის ფენებს. 4 საათით ან მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ.
- მარციპანი. გლუკოზა წყალში გახსენით. 350 გ შაქარი, ნუში, ვანილი და ნუშის ექსტრაქტი კარგად ათქვიფეთ. ამ მასას შეურიეთ მწვანე საღებავი (ღია მწვანე უნდა მიიღოთ).
- შაქარმოყრილ მაგიდაზე გადმოიღეთ და მოზილეთ დარბილებამდე. გააბრტყელეთ და ისეთი ფორმა მიეცით, რომ ნამცხვარს გადაეფაროს.
- მომინანქრება. დარჩენილი 250 გ შაქარი, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი ათქვიფეთ თეთრი მკვრივი ბეზეს მიღებამდე.
- ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და თეფშზე გადაიტანეთ. ზედაპირზე მინანქარი მოასხით. მწვანე მარციპანი გვერდებზე შემოახვიეთ. ზედაპირი დაშაქრული ხილით გააფორმეთ.
- მირთმევამდე მაცივარში გააცივეთ.