ჰაეროვანი და ძალიან ხრაშუნა ფენოვანი ცომის საუკეთესო რეცეპტი

ფენოვანი ცომი სასურველია, ცივი გამოიყენოთ. ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამიტომ გირჩევთ, ცომი ოთახის ტემპერატურაზე არ დააყოვნოთ და მაცივრიდან გამოღებისთანავე გამოიყენოთ.

გასტრონომიას რედაქცია სიამოვნებით გასწავლით საუკეთესო ფენოვანი ცომის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 კგ
  • წყალი – 0,5
  • კვერცხი – 1 ცალი
  • ძმარი – 3 სუფრის კოვზი
  • ზეთი – 3 სუფრის კოვზი
  • მარგარინი – 400 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი, გემოვნებით და მოვზილოთ მაგარი ცომი.
  2. გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის ერთი მესამედი ნაწილი.
  3. დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში.
  4. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინის მეორე მესამედი, დავკეცოთ და ისევ შევდგათ მაცივარში იმავე დროით. ასე გავაკეთოთ მესამედაც.
  5. საუკეთესო ფენოვანი ცომი მზადაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი ღვეზელისა თუ კერძის მოსამზადებლად.

ასე მომზადებული ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში რამდენიმე დღე.