რუმინული სარმალე გაამრავალფეროვნებს სადღესასწაულო სუფრას და გააოცებს სტუმრებს

1718

რუმინული ტოლმა ან სარმალე – რუმინული სამზარეულოს ეროვნული კერძია. მას ხშირად სადღესასწაულოდ ამზადებენ სქელძირიან დიდ ქვაბში ღუმელში რამდენიმე საათის განმავლობაში.

რუმინული ტოლმას შიგთავსი სხვადასხვანაირია: რეცეპტში ხანდახან გვხვდება სიმინდის ბურღული, დამწნილებული ბოსტნეული და ბეკონიც კი. მას ვაზის ფოთოლში ან კომბოსტოში ახვევენ. ჩვენს დღევანდელ რეცეპტში კომბოსტო გამოვიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 1 თავი კომბოსტო
  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • 150 გრ ღორის ხორცის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 30 გრ არაჟანი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც პომიდორი
  • 50 მლ ზეთი
  • 3-4 კბ ნიორი
  • 100 მლ წყალი
  • მწვანილი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შედგით კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში 10-15 წუთით, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში. სანახევროდ მოხარშეთ ბრინჯი. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო ზეთში. გაცივებული ბრინჯი და ბოსტნეული შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

2. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი. მოათავსეთ სტანდარტულად შეხვეული ტოლმა, დაასხით წყალი და დააფარეთ ფოლგა. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

3. მოსასხმელისთვის წვრილად დაჭერით პომიდორი და მწვანილი, გახეხეთ ყველი, გაატარეთ ნიორი. დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და მოურიეთ.

4. თანაბრად მოასხით ტოლმას მიღებული სოუსი და კიდევ 15 წუთით შედგით ღუმელში.

უგემრიელესი რუმინული კერძი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!