მარტივი და გემრიელი ტორტის რეცეპტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

2250

ეს რეცეპტი ძველი ჩანაწერებიდანაა. მას ჯერ კიდევ 20 წლის წინ ამზადებდნენ. ამ ტორტის მომზადება ძალიან მარტივია, შედეგად კი საუცხოო დესერტს მიიღებთ. კრემი კი ნებისმიერი მოუხდება.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კვერცხი
  • 1 ჭიქა კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა რძის ფქვნილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი დაშაქარი.
  2. დაამატეთ მდნარი კარაქი, არაჟანი, ფქვილი, რძის ფხვნილი, გამაფხვიერებელი, სახამებელი. ათქვიფეთ და მიიღეთ ბლინის ცომის კონსისტენციის მასა.
  3. გამოაცხვეთ 3 ნაწილად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, თითო დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  4. კრემის სახით შეგიძლიათ მოამზადოთ მოხარშული შესქელებული რძე კარაქთან ან ხაჭოსთან ერთად.
  5. წაუსვით კრემი ფენებს, მოაყარეთ ფენების ნაფხვენი, ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
  6. შედგით ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!