კენკრიანი ჟელეს მომზადების იდეალური ფორმულა. უკვე ვიცი, რას მოვამზადებ გაყინული მოცხრისგან

1001

ხაჭოს დესერტები ბევრს ბავშვობიდან უყვარს. ამ სასარგებლო პროდუქტისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება.

“გასტრონომია” ხაჭოს უნაზესი დესერტის რეცეპტს გიზიარებთ, რომლის “ვარსკვლავური” ინგრედიენტი გახლავთ მოცხარი. ის შესანიშნავად ინარჩუნებს გემობრივ თვისებებს საყინულეში, ახალი მოცხარი მითუმეტეს გამოდგება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხაჭო
  • 100 გრ მოცხარი
  • 200 გრ იოგურტი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 20 გრ ვანილის შაქარი
  • 100 მლ წყალი

მომზადება

  1. შეურიეთ ხაჭო და იოგურტი, დაუმატეთ თაფლი ან შაქარი გემოვნებით და ვანილის შაქარი.
  2. დააბლენდერეთ მასა. თუ ძალიან სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი რძე ან ნაღები.
  3. მიღებული მასა გადაანაწილეთ 2 ჭურჭელში დაახლოებით 2:3-ზე.
  4. დაუმატეთ მოცვი იმ ჭურჭელში, სადაც ნაკლები მასაა, კარგად დააბლენდერეთ.
  5. გააცხელეთ ჟელატინი, მუდმივად ურიეთ. გადაანაწილეთ ორივე ჭურჭელში. კარგად მოურიეთ.
  6. ჭიქებში ჩაასხით 2 ს.კ. ხაჭოს თეთრი მასა. შემდეგ 2 ს.კ. კენკრიანი ხაჭოს მასა.
  7. რიგრიგობით სწრაფად ჩაასხით ორივე მასა, სანამ არ ამოიწურება.
  8. შედგით დესერტი მაცივარში 3 საათით.

საუცხოო ხაჭოს დესერტი მზადაა! შეგიძლიათ მოცხარის ნაცვლად ნებისმიერი სხვა საყვარელი კენკრა გამოიყენოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!