ლობიანის გულსართს შეგიძლიათ ცხიმში მოშუშული ხახვი და ცოტაოდენი ქონდარიც დაუმატოთ. ლობიო წინა ღამით ჩაალბეთ წყალში, ასე უფრო მალე მოიხარშება. თუ დრო არა გაქვთ, შეგიძლიათ კარგად მოხარშული ლობიო კანიანად ჩაზილოთ.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 400 მლ რძე
- 100 მლ წყალი
- 100 გ კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
გულსართი
- 800 გ ლობიო
- 200 მლ ზეთი ან 150 გ გამდნარი ღორის ქონი
- მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1-2 ს.კ. სოდა
მომზადების წესი:
- ცომი. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუამატეთ წყალი.
- რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
- გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
- დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- გულსართი. ლობიოს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, გადმოდგით, შეუდგით ცივ გამდინარე წყალს, შემდეგ მოაყარეთ სოდა, კარგად ასრისეთ და ასე გააცალეთ კანი მარცვლებს.
- ლობიოს გაავლეთ წყალი, ჩააბრუნეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ.
- მოხარშული ლობიო გადაწურეთ, ამოზილეთ, შეანელეთ მარილით, წიწაკითა და ცხიმით.
- როდესაც ცომი აფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
- თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ ლობიოს გულსართი და პირი მოუკარით.
- ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
- ლობიანი მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.