თუ კომში გიყვართ, არის ერთი მშვენიერი ხერხი, თუ როგორ დატკბეთ ამ ხილით – მოამზადეთ დესერტი. სინამდვილეში, უმ კომშს თითქმის არავინ მიირთმევს, მას ნამცხვრებში, ტორტებში, რულეტებში უმატებენ, ადუღებენ კომპოტს ან მურაბას.
ღია ნამცხვარი კომშით – შესანიშნავი ვარიანტია, როცა ცხიმიანი საჭმელი მოგბეზრდა და რაიმე მსუბუქი დესერტი გსურს. რიკოტასა და ტკბილ-მჟავე ხილის შეხამება განუმეორებელ გემოს ქმნის. თანაც, ტარტი ძალიან ლამაზია, ამიტომ სადღესასწაულო სუფრისთვის მშვენიერია.
ინრედიენტები
- 250 გრ ფქვილი
- 3 ც კომში
- 400 გრ ყველი რიკოტა
- 4 კვერცხი
- 175 გრ შაქარი
- 125 გრ კარაქი
- 1 ც ლიმონი
- 200 მლ ნაღები
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ჭიქა წყალი
- 0,25 ჩ.კ. მარილი
მომზადება
- გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი, დასრისეთ და ჩაახალეთ 1 კვერცხი. მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
- დაჭერით კომში ნაჭრებად, დააყარეთ 50 გრ შაქარი, დაასხით 3 ს.კ. წყალი და 1 ლიმონის წვენი. დადგით ცეცხლზე, როცა წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 15 წუთი.
- შეურიეთ ნაღები, 100 გრ შაქარი, რიკოტა, 1 ლიმონის წვენი და ათქვიფეთ მიქსერით.
- გააბრტყელეთ ცომი და მოათვსეთ საცხობ ფორმაზე ისე რომ კედლებზეც გადავიდეს.
- დაჩხვლიტეთ ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით. დააფინეთპერგამენტი, დაადეთ რაიმე მძიმე, მაგალითად რაიმე ბურღულეული. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12 წუთით, მოაცილეთ ბურღლეული და კიდევ 3 წთ გამოაცხვეთ.
- დაასხით ყველის მასის ნახევარი. მოათავსეთ კომშის ნაწილი და დაასხით დარჩენილი ყველის მასა. დარჩენილი კომში დააწყვეთ ლამაზად და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.
- ოდნავ გააცხელეთ თაფლი და წაუსვით ნამცხვარს.
ულამაზესი და უგემრიელესი კომშის ნამცხვარი მზადაა. მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!