კომშის მურაბა – ვიტამინების უშრეტი წყარო

3789

კომშს სასიცოცხლო ენერგია და ჯადოსნური სურნელი აქვს. ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში კომში რიტუალური ნაყოფი იყო. პატარძალს საქორწინო ღამის წინ ამ ხილს მიართმევდნენ ხოლმე. კომში დღესაც ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.

კომში, ადამიანის ორგანიზმზე თავისი მოქმედებით, საოცარი ხილია. სამკურნალო ეფექტი აქვს როგორც ნაყოფს, ისე მის კურკასა და ფოთოლს.

კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები.

მურაბის მოყვარულებს ვურჩევ, გააკეთონ კომშის მურაბა, რომელიც რომელიც ძალიან გემრიელია და თავისებური არომატით გამოირჩევა. კომშის მურაბა რომ შესანიშნავია, ესეც კარგად მოგეხსენებათ.

კომშის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კომში
  • 1 კგ შაქარი
  • 1,5 – 2 ჭიქა კომშის ქერქების ნახარში
  • 1 ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

კომში გავრეცხოთ, გავფცქვნათ და ამოვაცალოთ გულები. რბილობი ნაჭრებად დავჭრათ და ლიმონი მოვაწუროთ. გულებსა და ქერქს 2 ჭიქა წყალი დავასხათ და ვადუღოთ 10-15 წუთი. კომშის ნაჭრებს ასევე დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვადუღოთ, სანამ ცოტა დარბილდება და წვენი დაშრება. დავასხათ 1,5-2 ჭიქა კომშის ქერქების ნახარში, მურაბა კარგად გავაგრილოთ და ამ წესით კიდევ 2-ჯერ წამოვადუღოთ. როცა კომში კარგად დარბილდება, წვენი კი შესქელდება, ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში.