სინორი ნადუღითა და ნივრით – ძალიან გემრიელი აჭარული კერძი

3317

აჭარული სამზარეულო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად აჭარა. აქ ერთმანეთშია არეული მთის ხისტი, ნოყიერი გემო და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარა ისტორიულად ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფერო იყო, ამიტომ მის სამზარეულოში თურქული კულინარიული კულტურის შტრიხები უხვად გვხვდება.

მთიანი აჭარის საზარეულოში უფრო რძის პროდუქტები ჭარბობსმ იქაური კერძები ცხიმიანი და ნოყიერია. ზღვისპირეთის კულინარიული კულტურა შედარებით მრავალფეროვანია. დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სანელებლების ნაზავი – ერთი მხრივ, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა, ხოლო მეორე მხრივ – აღმოსავლური სანელებლები, სრულიად გამოარჩევს აჭარულ კერძებს სხვა დანარჩენისგან.

აჭარის მთის კერძებიდან ყველაზე ცნობილია ბორანო, სინორი, ყურუთი და კაიმაღში – ნაღებში ჩაფშვნილი ახალი ყველი. ბორანო – კარაქში ჩამდნარი ჩეჩილი ყველი, ძალიან მსუყე და ყუათიანი კერძია.

ჩვენმა რედაქცია არჩევანი სინორზე შეაჩერა. სინორი – ზემოაჭარულად სირონი, უფუარი ცომისგან მომზადებული კერძია. უფუარი ცომის გამომცხვარ ფენებს ჯერ მდუღარეს დაასხამენ, შემდეგ – ნივრიან ნადუღსა და კარაქს. არსებობს სინორის ტკბილი სახესხვაობაც – კარაქით, ნიგვზითა და შაქრის ვაჟინით. ჩვენ დღეს პირველ სახეობის სინორს მოვამზადებთ. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 200 გ სინორის ხვეულები
  • 600 მლ წყალი
  • 400 გ ნადუღი
  • 4 კბილი ნიორი
  • 150-200 გ კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი:

სინორის ხვეულები მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელში ვერტიკალურად. ცალკე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ნადუღი, შემდეგ წყალი და წამოვადუღოთ. ნადუღის მასას შევურიოთ ნიორი, მარილი და მოვასხათ ფორმაში ჩადებული სინორის ხვეულებს. ფორმას დავახუროთ სახურავი და 10 წუთი გავაჩეროთ.

გემრიელად მიირთვით!