კარგი კუბდარის მომზადებას სათანადო ცოდნა სჭირდება. ეს არის კერძი, რომელსაც ქართულ ცომეულ კულინარიაში ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ინგრედიენტები:
ცომი
- 400 მლ თბილი წყალი
- 1 ჩ.კ. საფუარი
- 1 – 2 ს.კ. ზეთი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 1 კგ ფქვილი
გულსართი
- 500 გ საქონლის ხორცი
- 500 გ ღორის ხორცი
- 3 თავი ხახვი
- 2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
- 1 ჩ.კ. ძირა
- 1 ჩ.კ. გიცრული ან ბეგქონდარა
- მარილი
- პილპილი
- წითელი წიწაკა
- 3-4 ს.კ. ზეთი
- 50 გ კარაქი – ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
- თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ვზილოთ ზეთიანი ხელებით. ცომი დავდგათ ასაფუებლად.
- ხორცი დანით წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი ხახვი, ზეთი და ხელით ვზილოთ 20-25 წუთის განმავლობაში.
- ცომი დავყოთ 5-6 გუნდად, თითოეულში მოვათავსოთ ხორცის გულსართი, შევკრათ, გავაბრტყელოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. გამომცხვარს ზემოდან წავუსვათ კარაქი.