სუპხარჩო ქართული წვნიანი კერძია. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ყოველ მათგანს აერთიანებს რამდენიმე ინგრედიენტი: ხარჩოს სუნელი, ტყემალი და საქონლის ხორცი. მას ამზადებენ კარტოფილითა და სტაფილოთი, უმატებენ ცოცხალ პამიდორს ან პამიდვრის პასტას. საუკეთესო არჩევანია წვნიანის ახალი ტყემლით მომზადება.
ინგრედიენტები:
- 1 კგ საქონლის ძვლიანი ხორცი
- 1-2 ს.კ. ტომატ-პასტა
- 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. ხარჩოს სუნელი
- 0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
- 1 ჭიქა ახალი ტყემალი
- თითო კონა ქინძი და ოხრახუში
- მარილი
- წიწაკა
მომზადების წესი:
- ხორცი დავდგათ მოსახარშად, მოვხადოთ ქაფი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, დავუმატოთ ხახვს და მოვშუშოთ. თუ ბულიონი ცოტაა, შევავსოთ ანადუღარი წყლით ისე, რომ 2 ლ გახდეს.
- როცა ბულიონი ადუღდება, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ხარჩოს სუნელი, ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება. შემდეგ დავუმატოთ ტომატ-პასტას, ტყემალი და ოხრახუში.
- ტყემალი რომ დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. ბოლოს წვნიანს დავუმატოთ მოხარშული და დაჭრიი ხორცი.
გემრიელად მიირთვით!