როგორ დავიკლოთ წონაში 3 საათში: დეტალური ინსტრუქცია მსოფლიოში ცნობილ დიეტოლოგ ხორხე კრუზისგან

1713

თუ დაინტერესებული ხართ სწორი და ჯანსაღი წონის კლებით, ალბათ იცით, რომ სპორტულ დარბაზში ვარჯიში სანუკვარი ოცნების ახდენის საწინდარია. რა თქმა უნდა, სპორტი ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი შემადგენელია, მაგრამ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში მას მხოლოდ 20%-იანი როლი მიუძღვის.

ცნობილი დიეტოლოგი, ხორხე კრუზი მიიჩნევს, რომ მთავარი, რაზეც უნდა იმუშავოთ, გახლავს სწორი კვება. მისი მეთოდიკა არ არის დაფუძნებული მკაცრ შეზღუდვებზე, არამედ, საკვების მიღებებს შორის სწორ პაუზებზე.

დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ საკვები ყოველ 3 საათში უნდა მივიღოთ. ამ მიდგომის წყალობით, არ მოგიწევთ ებრძოლოთ შიმშილის გრძნობას.

ხორხე კრუზის დიეტის წესები


1. მიიღეთ საკვები ყოველ 3 საათში დღის განმავლობაში.

2. რთულად გადასამუშავებელი საკვები დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. სადილის შემდეგ უმჯობესია მსუბუქი კერძებით იკვებოთ.

3. დღიური კალორაჟი ამგვარად განსაზღვრეთ: საუზმე – 400 კკალ, ლანჩი – 100 კკალ, სადილი – 400 კკალ, სამხარი – 100 კკალ, ვახშამი – 400 კკალ, მეორე ვახშამი – 50 კკალ.

4. უნდა ისაუზმოთ გაღვიძებიდან 1 საათში,  ივახშმოთ ძილის წინ 2 საათით ადრე.

5. ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტები თანაბარი რაოდენობით მიიღეთ.

6. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი სუფთა უგაზო წყალი დალიეთ.

დიეტის დაახლოებითი მენიუ

საუზმე: ომლეტი უცხიმო რძით, ლორით, მწვანილით. საყვარელი ხილი ან ფრეში.

ლანჩი: რძის კოქტეილი მჟავე ხილით ან უბრალოდ 2 მჟავე ხილი.

სადილი: მაკარონი მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის ფილეთი და მაგარი ყველით.

სამხარი: შვრიის ორცხობილა ახალ დაწურულ წვენთან.

ვახშამი: გამომცხვარი თევზი ან ქათამი ბოსტნეულით.

მეორე ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან უცხიმო ნატურალური იოგურტი.

ეცადეთ, ზუსტად 3-საათიანი შუალედით მიიღოთ საკვები. უმჯობესია, დილის 7 საათზე ისაუზმოთ, და საღამოს 7-ზე ივახშმოთ. გახსოვდეთ, რომ მსუბუქი ვარჯიში ხელს უწობს წონაში კლების ჯანსაღ პროცესს.