მეგრული ხაჭაპური იდეალური ფაფუკი ცომით

9283

მეგრული და იმერული ხაჭაპური ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მათში ერთი მთავარი განსხვავებაა – მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან გახეხილი ყველისა და კვერცხის ნარევი ესმება და ღუმელში ისე ცხვება.

მეგრული ხაჭაპურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 1 კგ ფქვილი
  • 2 კვერცხის გული
  • 400 მლ თბილი რძე
  • 100 მლ თბილი წყალი
  • 100 გ გამდნარი კარაქი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 -3 ს.კ. მშრალი საფუარი

გულსართი 

  • 2 ცალი კვერცხი
  • 1,2 კგ გახეხილი ყველი
  • 600 გ გახეხილი სულგუნი
  • 7-8 კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეს დავუმატოთ თბილი წყალი, მარილი და საფუარი. შევურიოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, თან ხელები ზეთში დავისველოთ.
  2. ცომი უნდა იყოს ნაზი და ზელისას ხელს ეკვრებოდეს.
  3. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ასაფუებლად დავდგათ.
  4. ყველს დავუმატოთ კვერცხი და ავურიოთ. ყველის მასა 4-5 გუნდად დავყოთ. ამდენივე გუნდად დავყოთ ცომი, თითოეულში ჩავდოთ ყველი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ.
  5. ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულებისა და გახეხილი სულგუნის ნაზავი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ.