ხაჭოს პასქის მომზადების ტრადიცია ძალიან ძველია, მას სადღესასწაულოდ ჩვეულებრივ პასქასთან ერთად მიართმევენ სუფრაზე. მაგრამ თუკი პასქის მომზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ნაღების მასის მომზადება გაცილებით იოლია.
ადრე მას სპეციალურ ფორმაში არ პრესავდნენ და მაგარ ხაჭოსაც არ იყენებდნენ. დროთა განმავლობაში რეცეპტი გართულდა, ახლა მასში ჩირსა და თხილსაც უმატებენ. გარდა ამისა, მისი მოხარშვაც დაიწყეს. სწორედ ამ მეთოდზე მოგითხრობთ დღეს “გასტრონომია”.
ინგრედიენტები
- 500 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 150 გრ შაქარი
- 80 გრ ქიშმიში
- 80 გრ შტოშის ჩირი
- 200 მლ არაჟანი
- 1 ც ლიმონი
- 60 გრ ნუში
- ვანილი გემოვნებით
მომზადება
- დაამუშავეთ ხაჭო ჩანგლით. დაამატეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ.
- დაამატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
- დადგით ნელ ცეცხლზე მასა, როცა გაცხელდება და კრემისმაგვარი გახდება, მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ შაქარი, ქიშმიში, ნუში, შტოში, 1 ლიმონის ცედრა, ვანილი და კარგად მოურიეთ.
- ამოაყირავეთ პასქის ფორმა, ჩააფინეთ მარლა, ჩაასხით ხაჭოს მასა. შედგით მაცივარში 24 საათით. მზა პასქა მორთეთ გემოვნების მიხედვით.