როგორ მოვამზადოთ მარტივად, სახლის პირობებში, უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური. რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ

3565

აჭარული ხაჭაპური აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. ნავისებური ფორმის ცომში მოთავსებული გახეხილი ყველი განსაკუთრებულად გემოს იძენს, როცა, მირთმევის წინ, მასში კარაქსა და კვერცხს გადაურევთ.

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 1 კგ ფქვილი
  • 15-20 გ მშრალი საფუარი
  • 500 მლ თბილი წყალი
  • 50 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

გულსართი 

  • 4 ცალი კვერცხი
  • 1200 გ გახეხილი ყველი
  • 70 გ კარაქი

მომზადების წესი: 

  1. საფუარი და მარილი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.

2. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო ან ცელოფანი და დავდგათ ასაფუებლად.

3. როცა ცომი აფუვდება, დავყოთ 300-გრამიან გუნდებად.

4. გავაბრტყელოთ, ორივე მხრიდან შუაგულებისკენ.

5. გადმოვახვიოთ და კარგად შევკრათ.

6. გულში ჩავუდოთ გახეხილი ყველი, გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.

7. როცა ხაჭაპურის ზედაპირი დაიბრაწება, ჩავახალოთ კვერცხი და ცოტა ხნით შევაბრუნოთ ღუმელში, შემდეგ ჩავდოთ კარაქის ნაჭერი და მივიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუმასპინძლდით სტუმრებს შესანიშნავი ქართული კერძით.