როგორც იქნა ვისწავლე, ჰაეროვანი და ხრამუნა ფენოვანი ცომის მომზადება

3489

ხრამუნა ფენოვანი ცომის ნამცხვრები  და ღვეზელები თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ყველამ როდი იცის მისი სწორად მოზელის წესი.  მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ფაფუკ, ჰაეროვან და ფუმფულა ფენოვანი ცომის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 800 გრამი
  • ზეთი – 150 გრამი
  • 4 ცალი – კვერცხის გული
  • შაქარი – ½ ჩაის ჭიქა
  • მაწონი – 1 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი:

ფქვილი, მაწონი, ერთი კვერცხის გული და ცოტა წყალი კარგად ავურიოთ და მოვზილოთ ცომი. 3 კვერცხის გული ავთქვიფოთ ½ ჩაის ჭიქა შაქართან ერთად. კარგად რომ აითქვიფება, თანდათანობით ჩავუმატოთ 150 გრამი ზეთი და  განვაგრძოთ სწრაფად თქვეფა. შემდეგ ეს ნარევი დავასხათ გათხელებულ  ცომს და დავკეცოთ ოთხკუთხედად. იგივე გავიმეოროთ რამდენიმეჯერ. ასეთი ცომი კარგია ყოველგვარი ფენოვანი ნამცხვრისთვის.

საერთოდ ფენოვანი ცომის მომზადებისათვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. ფქვილი უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის.
  2. აუცილებელია ცომის 4 -5-ჯერ  სიცივეში გატანა 5-7 წუთით.
  3. საჭიროა ცომის ნაზად ზელა და არა ჭყლეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი მაგარი გამოვა.
  4. ცომის გათხელება და აკეცვა ყოველთვის ერთ მხარეზე უნდა ხდებოდეს.
  5. 1 კილოგრამ ფქვილზე უნდა ავიღოთ 500-600 გრამი კარაქი.
  6. როგორც ცომი, ისე ცხიმი უსათუოდ ცივი უნდა იყოს, ვინაიდან ცივი კარაქი გარს ეხვევა ცომს და არ  შეერევა მასში, რაც იწვევს მის ფენებად დაყოფას.
  7. გათხელების დროს ბევრი ფქვილის მოყრა აფუჭებს ცომს.
  8. გათხელება უნდა მოვახდინოთ არა უმეტეს 6-7-ჯერ.
  9. თუ ცომს ზაფხულში ვაკეთებთ, ცხადია, ხელოვნურად უნდა გავაცივოთ მაცივარში.
  10. ჰაერღუმელის ტემპერატურა ფენოვანი ნამცხვრის გამოცხობისას მანამდე უნდა იყოს მაღალი, სანამ ნამცხვარი არ შეწითლდება, შემდეგ კი თანდათან უნდა შევანელოთ. თუ ჰაერღუმელი მეტისმეტად ცხელია, მოსალოდნელია ცომის ზედაპირის დაწვა; ამიტომ ზემოდან უნდა დავაფაროთ ქაღალდი.

თქვენი ფენოვანი ცომი მზადაა, შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!