შვრიის ორცხობილის სახლის პირობებში მომზადების საუკეთესო რეცეპტი

8340
შვრიის ორცხობილის სახლის პირობებში მომზადების საუკეთესო რეცეპტი
შვრიის ორცხობილის სახლის პირობებში მომზადების საუკეთესო რეცეპტი

შვრიის ფანტელები არა მხოლოდ ფაფების მოსამზადებლად გამოგადგებათ. ამ პროდუქტიდან შეგიძლიათ სახლის პირობებში გემრიელი ორცხობილები მოამზადოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მარტივი მომზადების რეცეპტით რომელიმე სხვა გამომცხვარმა დაიკვეხნოს.

შვრიის ორცხობილას ერთ რომელიმე ნაციონალურ სამზარეულოს ვერ მიაკუთვნებთ, რადგან მას მთელ მსოფლიოში ამზადებენ. ავსტრალიელები შვრიის ორცხობილას ქოქოსს უმატებენ, გერმანელებს ყველაზე მეტად ორცხობილა დარიჩინით და გოგრის თესლით უყვართ, ხოლო ბრიტანელების შვრიის ორცხობილა ქიშმიშის და ლიმონმჟავას გვერდს ვერ აუვლის.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ეს გემრიელი შვრიის ორცხობილები სულ რაღაც რამდენიმე წუთში. ასეთი გამომცხვარი დესერტი ნებისმიერ შეძენილ ტკბილეულს სჯობს – ის არომატული, რბილი და ჩაის შესანიშნავი მისაყოლებელი დესერტია.

სახლში მომზადებული შვრიის ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 1 ჭიქა დაფქული ნუში (შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა კაკალი გამოიყენოთ)
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • ½ ჭიქა ქიშმიში (შეგიძლიათ სხვა ჩირი გამოიყენოთ)
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.ფქვილი, კაკალი, შვრია და შაქარი ერთმანეთს აურიეთ.

2.გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

3.მწიკვი მარილი დაუმატეთ, რომ გემო დააბალანსოთ და ორცხობილა მეტისმეტად მსუყე არ გამოვიდეს.

4.ნარევში კვერცხი და დაჭრილი კარაქი დაუმატეთ.

5.ცომს ქიშმიში დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ცომს საცხობი ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 20-30 წუთით დატოვეთ.

6.ცომიდან ბურთები გააკეთეთ, ოდნავ გააბრტყელეთ და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.

7.საცხობი ფორმა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით და გამოაცხვეთ. 15-20 წუთის შემდეგ შვრიის ორცხობილა მზად იქნება. ორცხობილა მზად არის თუ არა ადვილად შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ოქროსფერი ფერი მიხედვით. არ დაგავიწყდეთ სუფრაზე მეგობრების დაპატიჟება. გემრიელად მიირთვით!

ზოგს ჯერ კიდევ თბილი ორცხობილას მირთმევა უყვარს, ზოგს კი ურჩევნია ორცხობილა გაგრილდეს და ხრაშუნა გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მარტივი მოსამზადებელი შვრიის ორცხობილა ძალიან გემრიელი იქნება. ხოლო თუ სწრაფად მომზადებას გავითვალისწინებთ, იმსახურებს რომ თქვენ სუფრაზე ხშირად იყოს.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!